1980 წლის 1 მარტი
კომპანიამ დაიწყო თურქეთის წარმოების მომსახურება ფოლადის სამშენებლო მასალების წარმოებით, ქალაქ სივასის მცირე საწარმოო ზონაში მდებარე 50 კვ.მ. სივრცის მქონე მაღაზიაში მომუშავე ორი თანამშრომლით.
1984 წლის ოქტომბერი
კომპანია გადავიდა სტამბოლში, ესენლერში და გააგრძელა ფოლადის სამშენებლო მასალების წარმოება 8 თანამშრომლით, 100 კვ.მ. საწარმოში.
1988 წლის იანვარი
ტექსტილის და სამშენებლო წარმოების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით კომპანია განაგრძობს ფოლადის სამშენებლო მასალების და ტექსტილის ტანისამოსის მოწყობილობების წარმოებას მერტერ კერესტეჯილერის კომპლექსში, 25 პირისგან შემდგარი გუნდით, 300 კვ.მ. საწარმოში.
1990 წლის აპრილი
ჩვენს პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიამ გააფართოვა საწყობი და ჩვენს სხვა პროდუქციაზე დამატებით დაიწყო საწარმოო სასაწყობო სასტელაჟე სისტემების წარმოება; გუნდი შედგება 40 მოსამსახურისგან, 600 კვ.მ. საწარმოში.
1997 წლის ივნისი
განვითარებადი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, კომპანია განაგრძობს საწარმოო საწყობების თაროების წარმოებას 60 მოსამსახურისგან შემდგარი გუნდით, 800 კვ.მ. საწარმოში.
2000 წლის ივნისი
დარგის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, კომპანია განაგრძობს საწარმოო საწყობების თაროების წარმოებას 75 მოსამსახურისგან შემდგარი გუნდით, იკიტელის ორგანიზებულ საწარმოო ზონაში მოწყობილ 1600 კვ.მ. საწარმოში.
2004 წლის აპრილი
ჩვენი კომპანიის მიერ მიღებული საწარმოო მასალების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ჩვენს მიერ შეიქმნა კომპანია Sançelik Industrial Equipment.
2005 წლის მარტი
დარგის საჭიროებების შესაბამისად ჩვენს მიერ მიღებული იქნა გაცილებით მასშტაბური ზომები და ბეილიკდიუზიუში 3500 კვ.მ. ფართობზე კომპანიამ გახსნა ქარხანა. კომპანია განაგრძობს საწარმოო შესანახი სტელაჟების წარმოებას 90 მოსამსახურისგან შემდგარი გუნდით.
2008 წლის აპრილი
ჩვენს დარგში პირველებმა დავიწყეთ სტატიკური გამოთვლები ინჟინერ-მშენებლებთან და წარმოებასთან ერთად და ევროპის TS EN ISO 15512 სტანდარტის შესაბამისად.
2010 წლის ივლისი
თურქეთის ყველა კუთხეში შეღწევის მიზნით, კომპანიამ სტამბოლში მდებარე ქარხანა გადაიტანა ბილეჯიკის ორგანიზებულ საწარმოო ზონაში, 17000 კვ.მ. ფართობზე და 150 თანამშრომლით. ჩვენს გზას ვაგრძელებთ მყარი ნაბიჯებით ბრენდად ჩამოყალიბებამდე.
2012 წლის აპრილი
კომპანიის მიერ Radio Pallet Shuttle წარმოების განხორციელებისთანავე, მიღწეული იქნა მომენტალური გაყიდვები როგორც თურქეთში, ასევე საზღვარგარეთ. ფოლადის და ტექნოლოგიების კომბინაციამ კომპანიას გაუხსნა ჰორიზონტი და არ არსებობს შეზღუდვები ჩვენს შესძლებლობებთან დაკავშირებით.თანამშრომლების მობილიზაციასთან ერთად, ჩვენ დასაქმების შესაძლებლობა მივეცით 170 მოქალაქეს.Temesist-მა პირველმა მიიღო მსოფლიო ხარისხის ჯილდო საუკეთესო სასტელაჟო სისტემების წარმოების დარგში.
2013 წლის იანვარი
Temesist კომპანიას სრულად აქვს გააზრებული ექსპორტის სიმძლავრე კომპანიის ინვესტიციების მარკეტინგთან მიმართებაში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კომპანიის საზღვარგარეთ ვაჭრობის კორპორაცია. იმავე წელს, ჩვენს მიერ გადაგმული იქნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი 10 ქვეყანაში ექსპორტის გზით.
2016 წლის ივლისი
კომპანიამ იკიტელის ორგანიზებულ საწარმოო ზონაში 1300 კვ.მ. ფართობზე გახსნა გენერალური დირექცია და სტამბულში მდებარე ოფისები გააერთიანა ერთი სახურავის ქვეშ. ჩვენი თანამშრომლების რიცხვმა შეადგინა 200.
2017
Sub Label
ჩვენი კომპანია ახორციელებს ექსპორტს 55 ქვეყანაში ჩვენს მიერ წარმოდგენილი სიმტკიცით.კომპანიას წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წარმოების ზრდაში ქვეყნის შიდა საწარმოო სიმძლავრის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის გზით.